LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისე გამოწერეს, ძალადობის კვალის აღმოსაჩენად სხეული არ დაუთვალიერეს“ – „საფარის“ ცნობით, თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი სავარაუდოდ, რამდენიმე პირმა გააუპატიურა

142
ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 ივლისს, თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი გააუპატიურეს. ორგანიზაციის ცნობით, სავარაუდოდ მოძალადე მხოლოდ ერთი კაცი არ ყოფილა.

როგორც „საფარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევის დროს და მომდევნო 12 საათის განმავლობაში ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„ქალისთვის რეკომენდებულ გამოკვლევებში დაზღვევით 532 ლარი გადავიხადე... ვისაც დაზღვევა არ აქვს, იმან რა უნდა ქნას? სიგიჟე ხდება ამ ქვეყანაში!“ - ბაია პატარაია

ბაია პატარაიას აინტერესებს, რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, რომელთაც დაზღვევა არ აქვთ და ყოველთვიურად საშუალო ხელფასს იღებენ.

„მოძალადეებმა მას წინასწარი განზრახვით, მცირე ოდენობის სასმელთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება მიაღებინეს.

ქალის მეგობარმა, რომელიც, ამავდროულად გაუპატიურების ფაქტის შემსწრეა, პოლიცია ადგილზევე გამოიძახა. ამის მიუხედავად, გამოძიება რამდენიმე დღის დაგვიანებით, მხოლოდ საქმეში „საფარის“ ჩართვის შემდეგ დაიწყო.

პოლიციამ კლინიკას, სადაც ქალი გადაიყვანეს, არ შეატყობინა, რომ პაციენტი სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი იყო. ამიტომ, მეორე დღეს, ის ისე გამოწერეს, რომ არ ჩაუტარეს შესაბამისი გამოკვლევები, არ დაუთვალიერეს სხეული ძალადობის კვალის აღმოსაჩენად, არ აუღეს ბიოლოგიური მასალა შესაბამისი ექსპერტიზისთვის და ა.შ.“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ბაია პატარაია: ისევ ქუჩაში გამოვალთ ქალები და კიდევ ერთხელ ხმამაღლა მოვითხოვთ გაუპატიურების დასჯას – მიიღეთ სწორი და თანამედროვე დეფინიცია!

მათივე ცნობით, საქმეში „საფარის“ ჩართვის შემდეგ გამოძიება დაიწყო და ქალს ექსპერტიზა ჩაუტარდა. თუმცა, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პოლიციის გულგრილი, არაპროფესიონალური და დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა.

„მაგ. ქალის ტანსაცმელი ამოიღეს დაგვიანებით; არ გამოკითხულან სავარაუდო მოძალადეები, არ ამოღებულა მათი ტანსაცმელი და ჭურჭელი, საიდანაც ქალს, სავარაუდოდ, მოწამლული სასმელი დაალევინეს; პოლიციამ არ შემოსაზღვრა შემთხვევის ადგილი და ყველა მტკიცებულება, რაც ადგილზე შეიძლება ყოფილიყო, გადაითელა.

გარდა ამისა, ქალის ჰყვება, რომ პოლიციელებს მის მიმართ ცინიკური და დისკრიმინაციული დამოკიდებულება ჰქონდათ. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ვაკე-საბურთალოს მე-4 განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე.

ის ქალის ტელეფონში ათვალიერებდა მის ფოტოალბომს, რითაც, თითქოს, ქალის ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობდა. ასევე, ქალს არწმუნებდა, რომ თუ ვერ დაამტკიცებდა გაუპატიურების ფაქტს, შესაძლოა, თავად ის დაეკავებინათ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„საფარი“, როგორც ქალის ინტერესების დამცველი, ითხოვს, საქმე გამოსაძიებლად თბილისის საგამოძიებო სამმართველოს გადაეცეს, დაიკითხოს ყველა მოწმე, ამოიღონ ყველა მტკიცებულება, რისი ამოღებაც ამ დრომდე შესაძლებელია და ჩატარდეს ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედება საქმის ეფექტიანად გამოძიებისთვის.

ბაია პატარაია: ომი უნდა გამოვუცხადოთ მენტალიტეტს, რომელიც კაცს აფიქრებინებს, რომ ქალი მისი ნივთია.. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ქუჩაში გამოსვლებიც და მედია კამპანიებიც

გარდა ამისა, „საფარმა“ უკვე შეტანა საჩივარი საქმეში ჩართული პოლიციელების მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულების ფაქტზე და ითხოვს მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები