არასამთავრობო ორგანიზაციის “საფარი” დამფუძნებელი ბაია პატარაია წერს, რომ ფემიციდი ისეთ მასშტაბებს აღწევს, რომ საჭიროა, ყველა დავორგანიზდეთ.
„არ იგლოვო, დაორგანიზდი!
მუშათა აქტივისტის ცნობილი ნათქვამია.
ფემიციდი ისეთ მასშტაბს აღწევს, რომ უნდა დავორგანიზდეთ ყველანი:
ქალებიც და კაცებიც და ომი უნდა გამოვუცხადოთ იმ მენტალიტეტს, რომელიც კაცს აფიქრებინებს, რომ ქალი მისი ნივთია, რომელიც შეუძლია, რომ გაანადგუროს.
უპრეცედენტო ჩართულობაა საჭირო ყველასი! მენტალიტეტიც უნდა შევიცვალოთ და სახელმწიფოც უნდა ვამუშაოთ, ხან გაუპატიურების დეფინიციის შეცვლა რომ ეზარება და ხანაც რისკების შეფასების კითხვარის წაკითხვა.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ქუჩაში გამოსვლებიც და მედია კამპანიებიც, ქალებმაც და ჩვენთან ერთად კაცებმაც, დროა უკვე“! – წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.