LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა, გამოვეხმაურო ქალთა მკვლელობის ფაქტებს…პოლიტიკოსის ვალდებულებაა, ძალადობასთან ბრძოლა ყოველთვის იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი: ბექა ლილუაშვილი

59
ბექა ლილუაშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი ბოლო დღეების განმავლობაში ქალთა მკვლელობის ფაქტებს ეხმიანება.

ბექა ლილუაშვილი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და წერს, რომ „ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ვალდებულებაა, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა, პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყოს.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო უწყებებმა, პოლიტიკოსებმა, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლებმა ამ საკითხის პრიორიტეტიზაცია და პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნება უნდა მოახდინონ, რათა ერთობლივად მოხდეს ამ უმძიმეს პრობლემასთან ბრძოლა.

„მინდა, გამოვეხმაურო ქალთა მკვლელობის ფაქტებს თბილისსა და თელავში. პირველ რიგში, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს…

ვფიქრობ, რომ ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ვალდებულებაა, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა ყოველთვის იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სისტემური მიდგომა და სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკა ფემიციდის ფაქტების შემცირების ერთადერთი ეფექტიანი საშუალებაა.

ვფიქრობ, რომ სახელმწიფო უწყებების, პოლიტიკოსების, მედიის და საზოგადოების მიერ საჭიროა ამ საკითხის პრიორიტეტიზაცია, პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნება, რომ ერთობლივად ვებრძოლოთ ამ უმძიმეს პრობლემას!“, – წერს ბექა ლილუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები