LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ISET-ის პროგნოზით, საქართველოში ხანგრძლივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი

93

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზით, საქართველოში ხანგრძლივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი.

როგორც ISET-ის ეკონომიკური ცენტრის ხელმძღვანელმა იასია ბაბიჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წინასწარი პროგნოზით, წელს მშპ-ს წლიური ზრდა იქნება 3,4%, რაც მისივე თქმით, საქართველოსთვის ზომიერი სცენარია. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში წლიური ზრდა 2,7% იქნება, საკეთესო შემთხვევაში კი 4,1%.

”მართალია, ეს ზრდის დაბალი მაჩვენებელია და საქართველოს სურს უფრო ეფექტური წლიური ზრდა, მაგრამ თუ შევხედავთ რეგიონის სხვა ქვეყნებს, მათაც აქვთ ძალიან დაბალი მაჩვენებელი. ამიტომ, ჩვენ არ უნდა გვქონდეს მოლოდნი რომ წლიური ზრდა მაღალი იქნება და მკვეთრად გაიზრდება. ზოგადად რეგიონში მოლოდინი არის დაბალი, მათ შორის, საქართველოში” – განაცხადა ბაბიჩმა.

ამის მიზეზად ორგანიზაციაში სხვადასხვა ფაქტორებს ასახელებენ, მათ შორის იმას, რომ რეგიონის მასშტაბით შემცირდა საქონლის ფასები, არის რუსეთიდან ზეწოლის საფრთხე, საქართველო დამოკიდებულია აზერბაიჯანის ეკონომიკაზე, რომელიც ასევე რთულ ვითარებაშია და ფორმირდება ჩინეთის ბაზარი, რაც თავის მხრივ აისახა სამხრეთ კავკასიის რეგიონზეც.

”თუმცა, საქართველოს მაჩვენებლი არც ისე ცუდია, რადგან მას ზრდა აქვს უფრო მეტი, ვიდრე მის მეზობლებს. პირველ კავრატლში გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ტურიზმი, გზავნილები უცხოეთიდან და წელს ჩვენ ვხედავთ ძალიან კარგ ნიშნებს. თუმცა, ეს წინასწარი ციფრებია და არ ნიშნავს იმას რომ უკვე ზეიმი უნდა დავიწყოთ” – აღნიშნა ბაბიჩმა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ISET-ის  მშპ-ის პროგნოზის მოდელის არც ერთი ეკონომიკური ინდიკატორი არ მიანიშნებს მოსალოდნელ საშიშროებებზე, პირიქით, ცვლადების უმეტესობამ მარტში მნიშვნელოვანი სტაბილურობა დააფიქსირა. თუმცა, აღნიშნავენ იმასაც, რომ დეპოზიტების დოლარიზაციის ტენდენცია გრძელდება და ადამიანებს ურჩევნიათ, თანხა არა ლარის, არამედ დოლარის ანგარიშზე დადონ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g