LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს უკვე დანაწიბურებული ჭრილობები შემიხსნეს და სისხლისგან ხელახლა ვიცლები… მამას უმწეო ცრემლებს ვერ ვპატიობ სამყაროს: ნანა გეგჭკორი

151
ნანა გეგჭკორი

ამერიკაში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს, რომ „რაც ახლა უკრაინის თავს ხდება, რუსულ მონსტრთან მარტოდ დარჩენილებმა გამოვიარეთ აფხაზეთი, სამაჩაბლო, თბილისის ქუჩები და 2008 წლის აგვისტო“.

ნანა გეგჭკორი მამის განცდების შესახებ საუბრობს და წერს, რომ „მამას უმწეო ცრემლებს პატიობს სამყაროს, რომელიც საკუთარი უმწეობის გამო ტიროდა“.

მისი თქმით, რუსეთი ოკუპანტია და რუსული დიქტატურა კლავს.

„ბოლო დღეები, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს უკვე დანაწიბურებული ჭრილობები შემიხსნეს და სისხლისგან ხელახლა ვიცლები… რაც ახლა უკრაინის თავს ხდება, რუსულ მონსტრთან მარტოდ დარჩენილებმა გამოვიარეთ აფხაზეთი, სამაჩაბლო, თბილისის ქუჩები, 2008 წლის აგვისტო…

ჩვენი სიმართლე ამდენი წლის მერე გახდა თვალსაჩინო. ამასობაში კი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ბრძოლამ.

მამას უმწეო ცრემლებს ვერ ვპატიობ სამყაროს. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოულოდნელად იტირა უმწეობისგან. მე და ჩემს ძმას დაგვიბარა თუ მოვკვდი, საგვარეულო სასაფლაოზე, სოფელ გუდავაში, მდინარის პირას ცაცხვის ხის ჩრდილში დამასაფლავეთო. სრულიად ჯანმრთელი, ახალგაზრდა მამაკაცი ცხარე ცრემლით ტიროდა ორ მცირეწლოვან შვილთან. მოთქვამდა რომ ვერ დაგვიცვა, ვერ გვიქმნიდა სწავლისთვის საუკეთესო პირობებს, მშობლებს რამე რომ მოსვლოდათ მათი დასაკრძალი ფინანსური რესურსის სხვისთვის თხოვნა მოუწევდა. სახეზე დარდს რომ არ შეიტყობდა ისეთი მამაკაცი ცრემლებით ტიროდა.

მამა საკუთარ უმწეობას რომ ტიროდა ამ დროს დემოკრატიულ ბიუროკრატებს მშვიდად ეძინათ…

ახლა ხომ ყველამ იცის სიმართლე, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსული დიქტატურა კლავს…

სანამ ყველა არ მიხვდება, რაც არ უნდა შორს იყოს ტერიტორიულად უსამართლობა, ერთ დღეს შენამდე მობობღდება თუ არ იბრძოლე და სათანადოდ არ შეაფასე“, – წერს ნანა გეგჭკორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g