LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისეთი თბილისობა, როგორიც არასდროს ყოფილა…“ – რას გვიმზადებს მერია ქალაქის დღესასწაულზე (ექსკლუზივი)

52

წელს თბილისობა 17-18 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური გვპირდება, რომ სრულიად განსხვავებული სანახაობა გველოდება. ამისთვის მერიამ ცოტა ხნის წინ კონკურსი გამოაცხადა, ამ დღესასწაულის საინტერესო კონცეფციაზე. პროექტებიდან კომისიამ შორტლისტი გამოავლინა, შემდეგ კი, საიტზე ხალხის რჩეული სამი პროექტი გამოვლინდა. რეჟისორი პაატა ციკოლია უკვე მუშაობს სცენარზე.

ნუცა აბაშიძე, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

გვინდა, წელს ისეთი თბილისობა შემოგთავაზოთ, როგორიც არასდროს ყოფილა (იღიმის). ამისთვის კონკურსი გამოვაცხადეთ და სამი გამარჯვებული კონცეფცია გამოვლინდა. დეტალები შემდეგი კვირისთვის გახდება ცნობილი, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მთავარი ლოკაცია რიყის პარკი იქნება, სადაც სამი სცენა განლაგდება და 17-18 ოქტომბრის განმავლობაში, დღეც და საღამოც, უამრავი კონცერტი გაიმართება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიშა მდინარაძე გააკეთებს ცენტრალურ კონცერტს.

სავარაუდოდ, ასეც იქნება. ცენტრალური სცენა მეიდანზე განთავსდება. მთავარი ღონისძიების თემა მუსიკის ტრანსფორმაცია იქნება. ზოგადად, ვფიქრობთ, ყოველწლიურად კონცერტებს ასეთი სახე მივცეთ, დიდ დღესასწაულებზე, ისე, როგორც 26 მაისს იყო, საავტორო პროექტები გაკეთდება.

კონცერტების გარდა იქნება ყველის, ხილის ფესტივალები, საპატიო თბილისელების დაჯილდოვების ტრადიციაც, რასაკვირველია, შენარჩუნდება, თუმცა იქნება ბევრი სიახლე. მათ შორის, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, გვინდა, ახალგაზრდებისთვისაც საინტერესო იყოს თბილისობაზე დასწრება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები