LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისევ ბრიჯიტის ხელი ურევია?!“- საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საზოგადოებაში ტრავმირებული, გაწითლებული და შეშუპებული თვალით გამოჩნდა

205
page

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საზოგადოებაში ტრავმირებული, შესამჩნევად გაწითლებული და შეშუპებული თვალით გამოჩნდა, რამაც სოციალურ ქსელებში ირონიული და სარკასტული კომენტარების ტალღა გამოიწვია.

ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ინციდენტი შესაძლოა, კვლავ მის მეუღლეს, ბრიჯიტ მაკრონს უკავშირდებოდეს.

ვიდეო: ბრიჯიტ მაკრონმა მეუღლეს კვლავ საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა

48 წლის მაკრონი დღეს ქვეყნის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტმა თავადაც გაამახვილა ყურადღება საკუთარ გარეგნობაზე და აღნიშნა, რომ მდგომარეობა სახიფათო არ არის.

„ბოდიშს გიხდით ჩემი თვალის არცთუ სასიამოვნო იერის გამო. სახიფათო არ არის, უნებლიე მინიშნება „ვეფხვის თვალზე“… ალბათ მიხვდით…“, – თქვა მაკრონმა, რითაც საზოგადოებას გაახსენდა ფილმ „როკი 3“-ის საუნდტრეკი, Eye of the Tiger, სადაც მთავარ როლს სოლვესტერ სტალონე ასრულებს.

მიუხედავად პრეზიდენტის განმარტებისა, სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავდნენ მის თვალს.

„ისევ ბრიჟიტი?“, „ისევ ბრიჯიტის ხელი ურევია?!“,„უშველეთ საფრანგეთის პრეზიდენტს!“ – წერენ კომენტარებში.

შეგახსენებთ, გასულ წელს სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელიც წყვილის დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას არის გადაღებული. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამს სახეში ბრიჯიტი მეუღლეს. აღნიშნული კადრი საყოველთაო „მემედ“ იქცა.

ბრიჯიტ მაკრონი სასამართლოში მეცნიერულ მტკიცებულებებსა და ფოტომასალას წარადგენს იმის დასადასტურებლად, რომ ის ნამდვილი ქალია

„შოკში ჩავარდა“ – 72 წლის ბრიჯიტ მაკრონმა აღმოაჩინა, რომ საგადასახადო საიტზე მამაკაცის სახელით იყო დარეგისტრირებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები