ექიმს, სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს, რომელიც 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, 6 დეკემბერს დაკრძალავენ.
მარიამ ჯიშკარიანის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს ექიმი მანანა კვარცხავა და კოლეგას საჯაროდ ემშვიდობება.
„გული მწყდება, რომ ადრე არ ვიცნობდი. „ემპათიასთან“ კონსულტანტის სტატუსით ვითანამშრომლე. მაშინ გავიცანი.
იშვიათად შემხვედრია მარიამის მსგავსი შრომისმოყვარე, პრინციპული, უკომპრომისო, ერთგული, სამართლიანობისთვის მებრძოლი, დაუღალავი, ენერგიული პროფესიონალი.
მასთან მუშაობა ჩემთვის ერთგვარი გამოცდაც იყო. ვერ ვხვდებოდი, სად გადიოდა ზღვარი შეუძლებელსა და შესაძლებელს შორის. ჩვენს ყოველ სიტყვას, ყოველ წინადადებას, დასკვნას ზურგს უმაგრებდა თავდაუზოგავი შრომა და მისი შემართება.
ყოველ დღე გვიმეორებდა – ჩვენი ძალა ჩვენი ცოდნა და სიმართლეა! ასეთი იყო მისი ცხოვრებაც – მართალი და უკომპრომისო!
გემშვიდობები, მარიამ, დიდი სიყვარულით, ტკივილით და სინანულით!
უფალს ებარებოდე!“ – წერს მანანა კვარცხავა სოციალურ ქსელში.
Mariam Jishkariani გული მწყდება, რომ ადრე არ ვიცნობდი. "ემპათიასთან" კონსულტანტის სტატუსით ვითანამშროლე. მაშინ…
Posted by Manana Kvarcxava on ოთხშაბათი, 03 დეკემბერი, 2025
