LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ჯიშკარიანი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი ნავალნის მსგავსად, “ნოვიჩოკით” მოწამლეს

135
BeFunky-collage - 2023-01-30T235426.718

ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი,  რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მსგავსად, მომწამვლელი ნივთიერებით, “ნოვიჩოკით” მოწამლეს.

აღნიშნულის შესახებ მარიამ ჯიშკარიანმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

“ჩვენ ვდგავართ ინტოქსიკაციის პრობლემის წინაშე. შესაძლებელია მძიმე მეტალებით და შესაძლებელია, ახლა ჩვენ ახალ დასკვნაში, ახალ ანალიზებს ვითხოვთ, რაც არის ფოსფორორგანულ ნაერთებზე მოწამვლის ტესტები. ნავალნი როგორც იყო მოწამლული და შესაბამისად ის საჭიროებს სპეციალურ ღონისძიებებს, სპეციალურ დეტოქსიკაციას. შესაბამისად სოფლის ორღობეებში რომ ვატაროთ ეს ადამიანი, ამის დრო არ არის.

ეს არის ჩემი მოსაზრება, მჭირდება გარკვეული ტოქსიკოლოგიური კვლევები ამ მიმართულებით და ეს თუ არ ჩატარდება, სადაც არ უნდა გადაიყვანონ სააკაშვილი, მაინც ჩატარდება ეს კვლევები, იმიტომ რომ ის ქრონიკული ინტოქსიკაციის სურათი, რაც ახლა მთელ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ანგრევს, ძალიან წააგავს ამ ფოსფორორგანული ნივთიერებებით ინტოქსიკაციას.

გერმანიიდან ჩვენმა ქირურგმაც დაადასტურა, რომ სურათი ძალიან ჰგავს ამ ვერცხლის წყლით ინტოქსიკაციას, მაგრამ მთლიანობაში თუ განვიხილავთ – აქ არის ნეირო-ტოქსიკური მოქმედების რაღაც გამოყენებული, სავარაუდოდ და ამას სჭირდება გამორიცხვა. მისი კლინიკური სურათი, ამ ქრონიკული ინტოქსიკაციის სურათი, სწრაფმავლად მისული დემენცია, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი არის”, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ნავალნის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ იგი ჯერ რუსეთში რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს, საერთაშორისო გამოხმაურების შემდეგ, 22 აგვისტოს გერმანიაში გადაიყვანეს. გერმანიიდან დაბრუნებული ნავალნი კი ამ დრომდე რუსეთის ციხეში პატიმრობაში იმყოფება.

სააკაშვილი – გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ

დედაჩემს მემკვიდრეობით მიღებული ქონების გაყიდვა მოუწია, მაგრამ ახლა მაინც არ გვაქვს ფული – მიხეილ სააკაშვილი

„მის ისედაც საკმარის დიაგნოზებს კიდევ ერთი უბედურება დაემატა“ – გიული ალასანიამ ხელწერილის საფუძველზე, კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები