LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მის ისედაც საკმარის დიაგნოზებს კიდევ ერთი უბედურება დაემატა“ – გიული ალასანიამ ხელწერილის საფუძველზე, კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

243
გიული ალასანია

მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ხელწერილის საფუძველზე კლინიკა „ვივა მედში“ შვილის მოსანახულებლად მივიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპრეზიდენტი კოვიდინფიცირებულია, ალასანია სპეციალური წესების დაცვით კლინიკაში მაინც მივიდა და მედიასთან კომენტარი გააკეთა:

„სუსტად არის ბუნებრივია, დაემატა კიდევ ერთი უბედურება მის ისედაც საკმარის დიაგნოზებს, მისი დაკვირვებითაც მესამე დღეა კოვიდის, მაგრამ სხვა მძიმე დაავადებები აქვს, ინტოქსიკაცია და აქვს დაქვეითებული ჰემოგლობინი, რკინა, რაც იწვევს იმას, რომ ძალიან ხშირია გონების კარგვა.“ – ამბობს გიული ალასანია „ვივა მედში“ გამოსვლის შემდეგ.

ცნობისთვის, გუშინ, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, რაც მოგვიანებით ფორტუნას კლინიკა „ვივა მედის“ დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ მედიკოსები ინფიცირების წყაროს დადგენაზე მუშაობენ.

ამავე თემაზე:

როგორია კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა: „კოვიდის მსუბუქი გამოვლინებაა.. დგინდება კონტაქტები“

გიული ალასანია: ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იქნება, როცა ივარაუდება, რომ ეს ყველაფერი ბოლოს და ბოლოს უნდა დასრულდეს, როგორც ჩანს, პროცესის გაწელვა მკვლელობის საშუალებაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g