LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა: „კოვიდის მსუბუქი გამოვლინებაა.. დგინდება კონტაქტები“

211
BeFunky-collage (4)

„პროგნოზის გაკეთება რთულია, სააკაშვილის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსალოდნელი რისკები, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და კოვიდის მსუბუქი გამოვლინებაა“, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა 

მისივე თქმით, კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი პალატაში რჩება.

„ეპიდემიოლოგიური სამსახური საქმის კურსშია და გავარკვევთ, როგორ დაინფიცირდა“ - როგორია კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

აქვს მაღალი ტერმპერატურა და აღენიშნება კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ხველა და ზოგადი სისუსტე

რაც შეეხება კოვიდინფექციის წყაროს, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ პროცესში ჩართული არიან კლინიკის ინფექციონისტები, რომლებიც ინფიცირების წყაროს დადგენაზე მუშაობენ.

„მესმის ადვოკატების მოწოდებები რეანიმაციაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ამიტომ გავუსვი ხაზი, რომ კონსილიუმი შეიკრიბა. კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი რჩება პალატაში და უგრძელდება მკურნალობა. პალატა აღჭურვილია ყველა იმ აპარატურით, რაც ინტენსიურ პალატაშია.

ეს ძალიან კარგად იცის ადვოკატმა, ყოველდღე დადიოდა. აქამდე ამბობდა, რომ საერთოდ არ გვქონდა რეანიმაცია და ახლა ამბობს, რეანიმაციაში გადაიყვანეთო. სად გადავიყვანოთ, თუ რეანიმაცია არ გვაქვს?! ეს აღჭურვილობა იქ ყოველთვის იყო.

მკურნალ ექიმთან ერთად ვმონაწილეობდით ყველა ექიმი კონსილიუმში და რეანიმაციაში გადაყვანის საკითხი არ დამდგარა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. კოვიდის მსუბუქი გამოვლენაა.

დღეს ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება, არც გუშინ საღამოს. ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები სტაბილურია.

რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, როდესაც მსგავსი შემთხვევა ხდება, ჩვენი ეპიდემიოლოგიურ სამსახური აქტიურადაა ჩართული.

დგინდება კონტაქტები, ლაბორატორიულად გადამოწმებულია თანამშრომლების ძირითადი ნაწილი და კოვიდი არავის დადასტურებია. თანამშრომლების ნაწილი კი, ვინც გამოკვლეული არ ყოფილა, დღეს დილით გაიტესტება“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ალასანია სააკაშვილზე: ძალიან ცუდად არის, ფეხზე ვერ დგება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g