საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-ს ინტერვიუ მისცა, სადაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ ახერხებს ადვოკატებისა და ექსპერტების ფინანსურად შენახვას.
“დედაჩემს მემკვიდრეობით მიღებული ქონების გაყიდვა მოუწია, მაგრამ ახლა მაინც ფული არ გვაქვს – არც იურიდიული საფასურებისთვის, არც სხვა რამისთვის. მაშ, საკუთარ თავს უნდა დავაბრალო, რომ სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტროკრატებივით სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე მილიონები არ დავმალე? დედაჩემმა ბინის გაყიდვაც კი განიხილა. უსამართლო ბრძოლაში ვიბრძვით”, – თქვა სააკაშვილმა ინტერვიუში.