პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ისი პარი“ პრესისა და მედიისთვის Carolina Herrera-ს ახალი სუნამოს პრეზენტაცია გამართა.

დახურულ ვახშამს ინფლუენსერები და ბლოგერებიც ესწრებოდნენ.

ღონისძიება თანამედროვე ქალებით იყო შთაგონებული, მათი ყოველდღიურობით, სიძლიერით, თვითგამოხატვით და მრავალფეროვანი ცხოვრების სტილით.
სტუმრების მიღება კაფე „ლიტერას“ ეზოში ვარდისფერი პროზეკოს თანხლებით დაიწყო. ტერასაზე Carolina Herrera-ს ულამაზესი ფოტო ზონაც იყო განთავსებული, სადაც სტუმრები სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ. „ისი პარიმ“ სტუმრებს პატარა აქტივობაც დაახვედრა – მათ თითო სიტყვით უნდა დაეწერათ, თუ როგორია ქალი.

მიღების შემდეგ სუნამოს პრეზენტაციის დროც დადგა და სტუმრებმა მწერალთა სახლის ერთ-ერთ ოთახში გადაინაცვლეს. პრეზენტაციას „ისი პარის“ ბრენდების განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი ლინა ქალდანი გაუძღვა. მისი ძირითადი აქცენტი ქალების ერთობასა და ერთმანეთის გვერდში დგომას ეხებოდა – Carolina Herrera Good Girl Blush Elixir სწორედ ქალების სიძლიერის და თანადგომის სიმბოლოა.

პრეზენტატორმა ქალების დამოუკიდებლობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ განურჩევლად ყველა ქალი იმსახურებს თავისუფლებას, ბედნიერებას და რეალიზებას.
პრეზენტაციის შემდეგ ვახშმის დროც დადგა და სტუმრებმა შეფ თეკუნა გაჩეჩილაძის კერძების დასაგემოვნებლად გადაინაცვლეს.

თითოეული კერძი სუნამოს კონცეფციით იყო შთაგონებული და მის ხასიათს გამოხატავდა. სტუმრებს ვახშმის იდეაზე თავად შეფი ესაუბრა.

დესერტის დროს კი ლინა ქალდანმა ყველა ის სიტყვა ამოიკითხა ხმამაღლა, რომლებიც სტუმრებმა ქალთან დაკავშირებით დაწერეს, რასაც მხურვალე ტაში და ოვაციები მოჰყვა.
ვახშმის დასასრულს „ისი პარიმ“ სტუმრები Carolina Herrera-ს ახალი არომატით დაასაჩუქრა.
გასაოცარი საღამო ქალური ემოციების გაზიარებით და საერთო ფოტოს გადაღებით დასრულდა.

(R)