6 დეპუტატის მიერ ქართული ოცნების დატოვების გადაწყვეტილებას, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “იმედის” ეთერში ეხმიანება. მისი განცხადებით, “ისინი იყვნენ გახარიას თანამშრომლები, მეგობრები, კლასელები და ამის იქით პერსპექტივა არ აქვთ”.
„წინასწარ არავისთვის მიუწოდებიათ ინფორმაციაც კი. ცდილობდნენ გარკვეული წევრების გადაბირებას, ეს არ არის სწორი საქციელი და როდესაც ასეთი ქცევით იწყებ, ბუნებრივია, ამას ექნება შესაბამისი გაგრძელება. ასეთი ფორმებით პოლიტიკაში წარმატებას ვერ მიაღწევ. ისინი იყვნენ უმეტესწილად, მისი თანამშრომლები, მეგობრები, კლასელები და ამის იქით რაიმე პერსპექტივა ამ გუნდს არ აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.