LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისინი სასტიკად აწამეს” – ბუჩას მერი აცხადებს, რომ ქალაქში 403 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი

202
Untitled design (7)

უკრაინის ქალაქ ბუჩაში, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკის შედეგად, 12 აპრილის მდგომარეობით, 403 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.

ამის შესახებ ქალაქის მერმა ანატოლი ფედორუკმა ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბუჩას მაცხოვრებლები სასტიკი წამებით მოკლეს.

როგორც ფედორუკმა აღნიშნა, დღეს დაიწყეს ქალაქში მეორე მასობრივი საფლავის გახსნა, სადაც 56 ადამიანის ცხედარია განთავსებული.

მისივე თქმით, ქალაქში ჯერ კიდევ არის დარჩენილი ოთხი რაიონი, “რომლებიც გასუფთავებას საჭიროებს და ცხედრები იმ ტერიტორიებიდან უნდა ამოიყვანონ, სადაც დაკრძალულები არიან, ან სახლის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

მერის თქმით, ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი.

“დღეს უკვე გვყავს სასტიკად ნაწამები და მოკლული “200-იანი წლების” 403 ცხედარი… დღეს 10 საათზე მეორე მასობრივი საფლავის გახსნა დაიწყო, აქ არის 56 ცხედარი.

ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. მაგრამ, დიდი ალბათობით, ტყეებში, დასახლებულ პუნქტებს შორის ვიპოვით”, – აღნიშნა მერმა.

როგორც ფედორუკმა თქვა, 403 დაღუპულიდან 163 ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია.

მერმა თქვა, რომ, ფიქრობს, ბუჩაში მოკლულთა რიცხვი საბოლოო არ არის და რომ ის გაიზრდება.

ფედუროკის განმარტებით, ამჟამად ქალაქში შესაბამისი სამსახურები ინფრასტრუქტურის აღდგენით და დაკარგული მოქალაქეების ძებნით არიან დაკავებულები.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g