LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისინი უკვე ერთმანეთისთვისაც საშიშნი არიან!.. პატივცემულო მოსამართლე, იყავით მართალი ღვთისმშობლის წინაშე..“ – რა მიმართვას ავრცელებს ნიკო კვარაცხელიას დედა

247
BeFunky-collage (2)

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს ავრცელებს და წერს, რომ მისთვის ძვირფას დღესასწაულს ტკივილით სავსე ხვდება. ამავე პოსტში ის მისი შვილის მკვლელობის საქმის განმხილველ მოსამართლეს მიმართავს მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება.

„ნიკო იყო მომავალი და გრძელდება მომავალში“ – ნიკო კვარაცხელიას ვიდეო, სადაც Feedc-ის უპირატესობაზე საუბრობს

“ერთი წელი გავიდა სასტიკი მკვლელობიდან…ბატონო პრემიერო, გთხოვთ, განადგურებული ხუთი შვილის დედა…” – ნიკო კვარაცხელიას დედა

მოკლეს! რატომ, რისთვის? თაობებს ეცოდინებათ, როგორი მომავლის ბიჭი გვყავდა…მისი სახელის უკვდავსაყოფად ულამაზეს სკვერს ნიკო კვარაცხელიას სახელი მიენიჭა – ნინო ზამბახიძე

„დედაღვთისა ხვალ დაბადების დღე გაქვს, ვკადნიერდები და ასე მოგმართავ ჩემთვის ეს დღე, ძვირფასი მაგრამ გაუსაძლისად ტკივილიანია, ჩემი ნიკოს მიწის წიაღში შერწყმის დღეა, აი ძალიან მტკივა!

მივიღე გამოწვევა უფლისგან? ალბათ!

იქნებ ეშმაკისგან?  ვერ ამოვხსენი!

ვუმკლავდები ჩემს გაუსაძლის ტკივილს, მაგრამ ვერ ვუსწორებ თვალს ტყუილს, რითაც საუკუნეებია გვკვებავს სატანა!

როგორ არ მოგილოცო, დედათა შორის უძვირფასესო, ზე დედავ, შვილის წამება ხომ ყველაზე მეტად განგიცდია და დაგითმენია

გილოცავთ ღვთისმშობლობას

შეგეწიოთ ამ დღის მადლი❤️

❗️პატივცემულო მოსამართლე, ხვალ დიდი დღესასწაულია, იყავით მართალი ღვთისმშობლის წინაშე, საწყალ ბებიას შეუნარჩუნეთ ღირსება, ირაკლი ბიბილეიშვილს აქვს თავისი წილი დანაშაული ნიკო კვარაცხელიას საქმეში ისე როგორც სხვა ჯერ კიდევ ქუჩაში მოსეირნეებს❗️ ამიტომ გონივრულად და სამართლიანად იმოქმედეთ. მათი ბრალეულობა მე მათივე ჩვენებებიდან გავიგე, რომელიც აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავია  და ისინი უკვე ერთმანეთისთვისაც საშიშნი არიან!

ნუ დაგვიმძიმებთ ხვალინდელ დღეს!!!“,- წერს იზა ომაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g