LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისლამური სახელმწიფოს”მხარდამჭერები მიუნხენში მომხდარს ზეიმობენ

117

„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები მიუნხენში მომხდარი თავდასხმების შედეგს ზეიმობენ. Express-ის ინფორმაციით, ჯიჰადისტების თანამოაზრეები „ტვიტერზე“ მომხდარისთვის ღმერთს მადლობას უხდიან

„მადლობა ღმერთს! დაე, ღმერთმა მოუტანოს კეთილდღეობა ჩვენს ისლამურ სახელმწიფოს“, – წერს ერთ-ერთი მათგანი.

რამდენიმე შემზარავი შეტყობინება გაჩნდა არაბულ ენაზეც, ხალიფატის მხარდამჭერი წერს : „ისლამური სახელმწიფო“ ფართოვდება ევროპაში.“

პოლიცია კვლავ ეძებს სამ შეიარაღებულ პირს, ვინც დღეს მიუნხენში ცეცხლი გახსნა და შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. დაჭრილების ზუსტი რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ქალაქის პოლიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ სროლის შედეგად ბევრი ადამიანი დაშავდა.

ამასთან, სამართალდამცველები ამბობენ, რომ მომხდარი ჰგავს ტერაქტს, თუმცა ზუსტი კვალიფიკაცია ჯერ არ მიუციათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g