LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისლამურმა სახელმწიფომ” თარხან ბათირაშვილის სიკვდილი დაადასტურა

116

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ერთ-ერთი ლიდერის, უმარ შიშანის, იმავე – თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება დაადასტურა.

ISIS-თან დაკავშირებულმა სააგენტო Amaq-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიშანი ქალაქ შირკატში, ერაყში შეტაკებისას მოკლეს.

სააგენტო არ აზუსტებს, როდის მოკლეს შიშანი, თუმცა აღნიშნავს, რომ ის შეტაკებისას დაიღუპა, რაც აშშ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეწინააღმდეგება.

მარტში პენტაგონში განაცხადეს, რომ შიშანი გარდაიცვალა ჭრილობისგან, რომელიც მან სირიაში საჰაერო დარტყმისას მიიღო.

უმარ შიშანი საქართველოდან, პანკისის ხეობიდან არის. ბათირაშვილი 1986 წელს სოფელ ბირკიანში დაიბადა, 2008 წლის აგვისტოს ომშიც იბრძოდა. 2010 წელს იგი საქართველოში იარაღის უკანონო შენახვის გამო გაასამართლეს, ციხეში იგი რადიკალი ისლამისტი გახდა.

პოპულალურები