LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისლანდია ტურისტულ გადასახადს აწესებს

131
ისლანდია

ქვეყნის ხელუხლებელი ბუნების მასობრივი ტურიზმისგან დასაცავად ისლანდიის ხელისუფლებამ ტურისტული გადასახადის შემოღება გადაწყვიტა.

აღნიშნული სკანდინავიური ქვეყანა ტურისტებისთვის მიმზიდველი ბოლო წლებში და განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ გახდა – 2022 წელს ვიზიტორთა რაოდენობამ 1.7 მილიონს მიაღწია.

ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობსდოტირი ტურისტული მოსაკრებლის ოდენობასა და მისი შემოღების ზუსტ თარიღს ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ის თავდაპირველად მაღალი არ იქნება და იმ ტურისტებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც ისლანდიის ტერიტორიაზე ღამის გათევას გადაწყვეტენ.

ისლანდიის ტურისტული სექტორი მხარს უბამს ხელისუფლებას და მზადაა, არა მხოლოდ ამ გამოწვევას უპასუხოს, არამედ ეკოსისტემის მოფრთხილების მიზნით ტურისტებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადასაადგილებლად მხოლოდ ელექტრომობილები შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ 5 ევროს ოდენობის ტურისტული გადასახადი ვენეციამ დააწესა. ის 2024 წლიდან სავალდებულო ყველა იმ ვიზიტორისთვის იქნება, რომელიც ქალაქს მხოლოდ ერთი დღით ესტუმრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები