LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისლანდიის პრეზიდენტი: „ქართველმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ჩემი სახელი გუდნი იოჰანესონი ქართულად ითარგმნებოდა, როგორც გუდუნა ივანიშვილი, მოხარული ვიქნები, საქართველოში ამ სახელით ვიყო ცნობილი“

210
Untitled design (1)

„მახსოვს, როდესაც პირველად შევხვდი ჩემს ქართველ მეგობრებს, მითხრეს, რომ ჩემი სახელი და გვარი – გუდნი იოჰანესონი ქართულ ენაზე ითარგმნებოდა, როგორც გუდუნა ივანიშვილი“, – ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ისლანდიის პრეზიდენტმა განაცხადა.

გუდნი იოჰანესონის თქმით, ის მოხარული იქნება, თუ მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში ამ სახელით იქნება ცნობილი.

„მოხარული ვარ, რომ დედაქალაქის მიღმაც მოგვეცა ქვეყნის დათვალიერების საშუალება, ვინაიდან ყოველთვის მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო ვიზიტით ჩამოსულ დიპლომატებს, გავიდნენ დედაქალაქის გარეთ. ასე რომ, გუდუნა ივანიშვილი მოხარულია, რომ დღეს საქართველოშია“, – განაცხადა გუდნი იოჰანესონმა.

ცნობისათვის, ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g