LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისნის რაიონის გამგებელი: ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია

116
ნიკა ელისაშვილი

ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილის განცხადებით, ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. მისივე თქმით, დასკვნის შედეგად დადასტურდა, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია, რის გამოც ბინებში მოსახლეობის დაბრუნება უკვე დაიწყეს.

„დასკვნით დადასტურდა, რომ კორპუსი მდგრადია, რამე სერიოზული პრობლემა არ აღენიშნება. არის პირველი კატეგორიის დაზიანება, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ საცხოვრებლად კორპუსი ვარგისია. შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოსახლეობის შეყვანა კორპუსში. ელექტროენერგია ეტაპობრივად მიეწოდება და ხვალ, დილის 09:00 საათიდან მოსახლეობას ბუნებრივი აირით უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა გამგებელმა.

რაც შეეხება ზარალს, როგორც ნიკა ელისაშვილი ამბობს, პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა და უახლოეს დღეებში ეცოდინებათ, რა სახის ზარალი მიადგა თითოეულ ოჯახს.

„ზარალის დათვლა მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში გვეცოდინება, თუ რა სახის ზარალი არის მიყენებული თითოეულ ოჯახზე, რომელიც დაზარალდა და შემდეგ მიეცემა ამ საქმეს მსვლელობა“, – განაცხადა ნიკა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვაზისუბნის დასახლებაში, მე-15 კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება გუშინ მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. მომხდარის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი.

ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 43 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g