LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაზისუბანში მიმდინარეობდა ქსელის რეკონსტრუქცია – მოსახლეობა გაფრთხილებული იყო დადგენილი წესის შესაბამისად“ – „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი

185
Untitled design (2)

„თბილისი ენერჯის“ სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსი ირაკლი დეკანოიძე აცხადებს, რომ ვაზისუბანში, სადაც, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, მიმდებარე ტერიტორიაზე გეგმური სამუშაოები კერძოდ, ქსელის რეკონსტრუქცია ტარდებოდა და მოსახლეობა ინფორმირებული იყო.

„მზად ვართ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ყველა ადამიანი დღესვე უზრუნველვყოთ საცხოვრებლით“ – კახა ლაბუჩიძე

ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

მისივე თქმით, გაზმომარაგების აღდგენა მოხდა სრული ტექნიკური ნორმების დაცვითა და გათვალისწინებით.

„ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ ადგილზე შესვლა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ არ გვაქვს დათვალიერებული ფართი.

მოსახლეობა გაფრთხილებული იყო დადგენილი წესის შესაბამისად. გაზმომარაგების აღდგენაც მოხდა სრული ტექნიკური ნორმების დაცვითა და გათვალისწინებით.

გაზის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით, მოსახლეობას მიღებული ჰქონდა შეტყობინება.

გეგმური სამუშაოები მიმდინარეობდა გუშინ. მიმდინარეობდა ქსელის რეკონსტრუქცია და ამის შესახებ მოსახლეობა იყო ინფორმირებული“”, – განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.

ფოტო: ინტერპრესნიუსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები