LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზად ვართ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ყველა ადამიანი დღესვე უზრუნველვყოთ საცხოვრებლით“ – კახა ლაბუჩიძე

722
Untitled design (1)

„მზად ვართ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ყველა ადამიანი დღესვე უზრუნველვყოთ საცხოვრებლით“, – ამის შესახებ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატმა, კახა ლაბუჩიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამგეობა და ყველა საქალაქო სამსახური ადგილზეა და მიმდინარეობს ოჯახების აღწერა.

ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, რომ აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

„გამგეობა სრულად აქ არის, ყველა საქალაქო სამსახური აქ არის. გამგებელიც ადგილზეა და ახლა მიდის ყველა ოჯახის აღწერა, ჩვენ მზად ვართ ყველანი დღესვე უზრუნველვყოთ საცხოვრებლით. სადაც ხვალ დილით ან ამ დღეებში შეუძლებელი იქნება [ცხოვრება], გარკვეული სამუშაოების და რემონტების გამო, მანამდე ყველა ეს ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროში.

მოხდა აფეთქება, გვაქვს ეჭვი, რომ ეს მოხდა ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად. ერთ-ერთ ბინაში, სადაც ხანდაზმული ქალბატონი ცხოვრობდა, იმ სახლში მოხდა გაზის აფეთქება.

ქალბატონი არის კლინიკაში, უკეთებენ ყველა სახის დახმარებას. კონტაქტური იყო როცა წაიყვანეს. გარკვეული დამწვრობა ჰქონდა, თუმცა რა ხარისხის, ვერ გეტყვით. სამი დაშავებულია, აქედან ერთი ის ქალი, რომლის სახლშიც მოხდა“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g