ისნის მე-5 საოლქო კომისიასთან ვითარება დაძაბულია. საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.
დაკავებას წინ უძღოდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება. დაკავებას წინ უძღოდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება. აქტივისტები საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლას და საჩივრების განხილვაზე დასწრებას მოითხოვდნენ, თუმცა ამის უფლება პოლიციამ არ მისცა.
შსს: საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული
თბილისსა და რეგიონებში, საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომების პარალელურად ოპოზიციის წარმომადგენლების აქციები მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციებს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და სხდომებზე დასწრებას ითხოვენ.