ისრაელის ხელისუფლება უკრაინიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა „haaretz“ იუწყება.
სრაელის პრემიერ – მინისტრის ოფისმა მინისტრებს მოუწოდა, მაქსიმალურად აარიდონ თავი საჯარო განცხადებებს კრიზისის შესახებ.
ქვეყნის საგარეო უწყების შეფასებით, ამ დროისთვის უკრაინაში ისრაელის 15 ათასი მოქალაქე იმყოფება. ათასამდე მათგანმა უკვე მოითხოვა ქვეყნიდან ევაკუაცია, ვინაიდან, კომერციული ავიარეისები უკვე იშვიათად სრულდება.
