ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის მიმართულებით საჰაერო იერიში განახორციელეს.
ინფორმაციას თავად ისრაელის მხარე ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს იყო საპასუხო შეტევა ინ თავდასხმაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ღაზას სექტორიდან განხორციელდა. თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ მაშინ მოწინააღმდეგეებმა ე.წ. “ცეცხლგამჩენი საჰაერო ბურთები ისროლეს”, რომლებმაც რამდენიმე ადგილას ხანძარი გააჩინა.
თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით, მედიასაშუალება წერს, რომ ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში პალესტინური სამხედრო ჯგუფების ობიექტები დაბომბა.
პალესტინური მედია კი წერს, რომ მათმა თავდაცვის ძალებმა ისრაელის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამავე ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ქალაქ ღაზასა და ქალაქ ხან იუნისის ტერიტორიები დაბომბეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.