ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს და „ეროვნული ერთიანობის“ ოპოზიციური პარტიის ლიდერის ბენი განცის განცხადებით, ისრაელის მთავრობა და ოპოზიცია საგანგებო მთავრობისა და ომის კაბინეტის შექმნაზე შეთანხმდნენ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენი განცი, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს „ომის მართვის კაბინეტში“ შეუერთდება.
მთავრობა არ მიიღებს კანონებს ან გადაწყვეტილებებს, რომლებიც ომის მიმდინარეობას არ უკავშირდება. ეს გულისხმობს, რომ საგანგებო მთავრობის პირობებში სადავო სასამართლო რეფორმა წინ არ წაიწევს.