LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის საელჩომ საქართველოში მუშაობა შეაჩერა

304
6fe5fd1a7e891817eac2774053dd0787

ისრაელის დიპლომატიურმა მისიებმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფიცვის გამო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობა შეაჩერეს, მათ შორის საქართველოშიც. აღნიშნულის შესახებ ისრაელის საელჩო განცხადებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

„გაცნობებთ, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფიცვის გამო, 30 ოქტომბრიდან ისრაელის საელჩო და საკონსულო განყოფილება საქართველოში არ იმუშავებს შემდგომ შეტყობინებამდე“, – ნათქვამია საელჩოს ფეისბუკზე გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როდის აღადგენს საელჩო საქართველოში მუშაობას ჯერჯერობით უცნობია.

 

 

გაფიცვა ისრაელის საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს შორის არსებულმა  უთანხმოებამ გამოიწვია. სააგენტო DPA პროფკავშირებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ისრაელის ფინანსთა სამინისტროს სურს, გადასახადით დაბეგროს საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა სახელფასო დანამატი.

მიზეზები, რის გამოც ისრაელში შესვლაზე უარს გეტყვიან – საელჩოს განცხადება

საქართველოს საელჩო ისრაელში, ბოლო პერიოდში ისრაელის საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „ისრაელის სახელმწიფოსთან არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე მოკლევადიანი ვიზიტები განახორციელონ ისრაელში სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ბიზნესი, მოკლევადიანი სასწავლო გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, სასწავლო კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და ა.შ. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ იმ მოთხოვნებს, […]

ფინანსთა სამინისტრო განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, დანარჩენი მოქალაქეების მსგავსად, გადასახადების გადახდა მოუწევთ.

ისრაელის საელჩოები მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში 2014 წელსაც გაიფიცნენ, თანამშრომლების ხელფასის გაზრდის მოთხოვნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g