ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ჯონათან კონრიკუსი CNN-თან საუბრისას აცხადებს, რომ ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი წავიდა.
„ძნელია თვალყურის მიდევნება და შეფასების გაკეთება, მაგრამ, ეს არის დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.
ჩრდილოეთ ღაზას მოსახლეობა დაახლოებით 1.1 მილიონ ადამიანს შეადგენს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, ტერიტორია დატოვონ და სამხრეთში გადავიდნენ, რის შემდეგაც პალესტინელების ნაკადი სამხრეთისკენ დაიძრა, თუმცა სამხრეთ ღაზას თავშესაფრის მაძიებელთა საჭიროებების დაკმაყოფილება უჭირს, რადგან თავშესაფრები გადატვირთულია და საკვების, წყლისა და საწვავის მნიშვნელოვანი დეფიციტია.