ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, ღაზას სექტორში ის შენობა დაიბომბა, რომელშიც „ასოშიეთიდ პრესისა“ და „ალ-ჯაზირას“ ოფისები იყო განთავსებული.
ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
ამ დროისთვის ინფორმაცია შესაძლო მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
ცნობილია ის, რომ, მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გახდა ცნობილი, რის გამოც შენობაში მყოფი პირების ევაკუაცია ერთი საათით ადრე განხორციელდა.