LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მმართველი პარტიისთვის კლოუნი, ხოლო ოპოზიციის ნაწილისთვის ლიდერი: Reuters გუშინდელ აქციაზე

143
Aqcia

14 ოქტომბრის აქცია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციას აშუქებდნენ ისეთი მედია კომპანიები, როგორებიცაა “ფრანს-პრესი” “დოიჩე ველე” “როუტერსი” “ალ ჯაზირა” და სხვა.

ათიათასობით ქართველმა დედაქალაქ თბილისში პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა, – ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

„დემონსტრანტებმა, რომლებიც სააკაშვილის სახელს სკანდირებდნენ და ეროვნულ დროშებს აფრიალებდნენ, გაავსეს თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი. „ფრანს-პრესის“ კორესპონდენტის შეფასებით, 50 000-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი,“- წერს გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივმა დევნამ დასავლეთი შეაშფოთა, მისმა დაკავებამ კი საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა.

„დღევანდელი მთავრობის მიერ სააკაშვილისა და მისი ბევრი მოკავშირის მიმართ სისხლის სამართლებრივმა დევნამ დასავლეთში შეშფოთება გამოიწვია. შეერთებულმა შტატებმა, დემოკრატიის გზაზე უკანდახევის გამო, ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესებაზე მიანიშნა.

სააკაშვილის დაკავებამ გააღრმავა გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისი საქართველოში,“- აღნიშნულია სტატიაში.

გუშინ გამართულ აქციას გამოცემა „დოიჩე ველეც“ ეხმიანება სტატიით : „პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილისთვის ათასობით ადამიანმა აქცია გამართა.“

„ათიათასობით ქართველი თბილისის ცენტრალური ნაწილის ქუჩებში გამოვიდა, რათა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერა გამოეხატა. დემონსტრანტები პატიმრობიდან მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ,“- წერს „დოიჩე ველე“.

აქციის შესახებ წერს Reuters-იც. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ათასობით მხარდამჭერმა დროშებით ხელში თბილისში საპროტესტო აქცია გამართა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.

„შეკრებილებში ბევრი ეროვნული დროშა ჩანდა, ზოგიერთს კი ევროკავშირისა და უკრაინის დროშებიც ეკავა,“- აღნიშნულია Reuters-ის სტატიაში.

სააგენტო წერს, რომ ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილს ლიდერად მიიჩნევს, კრიტიკოსები მმართველი პარტიიდან კი მას „კლოუნს“ უწოდებენ.

პოპულარულები