დღეს დილით ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ისრაელის თავდაცვის უწყების მიერ ტვიტერზე გაკეთებული შეტყობინების თანახმად, “ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ძალები ამჟამად ღაზის სექტორს უტევენ”.
პალესტინური მხარის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 113-მდე გაიზარდა, მათგან 31 ბავშვია. დაშავდა 600-მდე ადამიანი.
ისრაელში კი სარაკეტო თავდასხმებს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ახლო აღმოსავლეთში არსებულ მწვავე ვითარებაზე გაეროს უშიშროების საბჭო მორიგ სხდომას 16 მაისს გამართავს.