ამერიკული კომპანიის მიერ წარმოებული “მოდერნას” ვაქცინა ამერიკის კონტინენტს გასცდა და მის გამოყენებაზე ნებართვა, აშშ-სა და კანადის შემდეგ, ახლა უკვე ისრაელმაც გასცა.
ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Deutsche Welle ავრცელებს.
სამინისტრომ ვაქცინის მწარმოებელ კომპანიას 6 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა. “მოდერნას” პირველ პარტიას ისრაელი უახლოეს მომავალში მიიღებს.
შეგახსენებთ, ისრაელი ერთ-ერთია იმ 40 ქვეყანას შორის, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა.
კოვიდ-19-ის ახალი შტამი ისრაელშიც დაფიქსირდა
Worldometers-ის მონაცემებით, ინფიცირების რაოდენობით ქვეყანა 32-ე ადგილზე იმყოფება. გამოვლენილია ვირუსის 451 044 შემთხვევა და გარდაცვლილია 3 448 ადამიანი.
მასობრივი ვაქცინაცია ისრაელში 19 დეკემბერს “ფაიზერის” ვაქცინით დაიწყო. პირველი ადამიანი, ვინც ისრაელში აიცრა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იყო, რომელმაც პირდაპირ ეთერში საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.