„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გატაცებულია 100-ზე მეტი პირი. ამის შესახებ ისრაელის მთავრობა იუწყება.
ამავე ცნობებით, ისრაელის მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ.
რაც შეეხება პალესტინას, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 370 დაიღუპა, დაშავებულია 2200-მდე ადამიანი.