LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა

373
rss-efe6109106bc622fdf23424fa4c79a6802207c0f3d1w

ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტმა მიიღო.

ინფორმაციას პრემიერმინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ხელისუფლების თქმით, საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ შეუძლიათ “საომარ მოქმედებებზე გადასვლა”, რადგან კანონმდებლობის მიხედვით, შესაბამის ქმედებებზე გადასვლა ქვეყანას არ შეუძლია იქამდე, სანამ ხელისუფლების გადაწყვეტილება საომარი მდგომარეობის შესახებ არ იქნება მიღებული.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლა უახლოეს დღეებში იქნება დახურული. შეზღუდვები სამშაბათამდე, 18:00 საათამდე იმოქმედებს, თუმცა სავარაუდოდ გახანგრძლივდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები