მომღერალი დემი ლოვატო ებრაული წარმოშობისაა, მან ისრაელში წმინდა ადგილების მონახულების შემდეგ კი ქრისტიანად მონათვლა გადაწყვიტა. ამის ამსახველი ფოტომასალა ლოვატომ სოციალურ ქსელში განათავსა.
„მე ამერიკელი მომღერალი ვარ. ქრისტიანულ ოჯახში გამზარდეს და ებრაული ფესვები მაქვს. როდესაც იმ ადგილების მონახულების შესაძლებლობა მომეცა, რომელთა შესახებაც ბიბლიაში ვკითხულობდი, მაშინვე დავთანხმდი. ისრაელში არის რაღაც ჯადოსნური, არასდროს მიგვრძნია ასეთი კავშირი ღმერთთან “, – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
დემი ლოვატო აღნიშნავს, რომ ისრაელში მოგზაურობამ ის რწმენასთან კიდევ უფრო დააახლოვა და მისთვის ეს დაუვიწყარი განცდაა.