სამ წლიანი ბოიკოტის შემდეგ, the Weeknd-ის მოულოდნელი გამოჩენა წლევანდელ ,,გრემიზე”, დაჯილდოების ერთ-ერთ ,,ჰაილაითად” იქცა.
the Weeknd-ის მოულოდნელი გამოჩენა ,,გრემიზე” ორგანიზატორებთან კონფლიქტის შემდეგ
აღსანიშნავია, რომ ზავის მიუხედავად, ამერიკის ხმისხამწერმა აკადემიამ არტისტი კვლავ ,,გრემის” ნომინაციებს მიღმა დატოვა.
2021 წელს, ,,უიკენდმა” სწორედ მსგავსი შემთხვევის გამო დაადანაშაულა აკადემია კორუმპირებულობაში და დაჯილდოებას ბოიკოტი გამოუცხადა. მაშინ აკადემიამ მომღერლის მეოთხე სტუდიური ალბომი – After Hours უგულებელყო.
ამჯერად, იგივე ბედი გაიზიარა მუსიკოსის მეექვსე სტუდიურმა ალბომმა – Hurry Up Tomorrow, რომლის რელიზი მიმდინარე წლის 31 იანვარს შედგა. დისკი სადებიუტო კვირაში ,,ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის” პირველ ადგილზე მოხვდა. ამასთან, კრებული უკანასკნელია, რომელიც აბელ მაკკონენ ტესფაიმ სასცენო სახელით – the Weeknd გამოუშვა.
ინტერნეტში ამ ფაქტს დიდი რეზონანსი მოჰყვა, თავად შემსრულებელს კი კომენტარი გახმაურებულ თემაზე არ გაუკეთებია.
the Weeknd-ის ახალი დისკის გამოსვლის თარიღი ლოს-ანჯელესის ხანძრების გამო გადაიდო
შეგახსენებთ, რომ მომავალი ,,გრემის” ტოპ ნომინანტად, კენდრიკ ლამარი დასახელდა. ,,გრემის” 68-ე დაჯილდოება 2026 წლის 1-ელ თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.