56 წლის მსახიობი, ვენსან კასელი 27 წლის ავსტრალიელ მოდელს, ნარა ბაპტისტას ხვდება. მათი რომანი უკვე დადასტურდა. ინტერნეტსივრცეში ცეცხლოვანი წყვილის პირველი ერთობლივი ფოტოები უკვე გავრცელდა. ვენსანი და ნარა რიოში ერთად ატარებენ დროს.
როგორც ჩანს, კასელის ექს-მეუღლის, ტინა კუნაკის მსგავსად, ნარასაც საოცრად უყვარს სანაპიროზე ნებივრობა და ფოტოების გადაღება. მოდელმა რამდენიმე საათის წინ ცხელი ფოტოები გაავრცელა, რომლებიც სავარაუდოდ ვენსანის გადაღებულია.
„ისტორია მეორდება, ვენსანი კვლავ ფოტოგრაფის როლშია“, „კარგად გამოსდის კასელს ლამაზი გოგოების გადაღება“, „როგორ უმართლებს ამ კაცს“, – წერენ კომენტარებში.
„ვენსან კასელი და ახალი ტინა კუნაკი“ – ცეცხლოვანი წყვილის პირველი ერთობლივი ფოტოები რიოდან
„თავადაც შოკშია“ – ვენსან კასელი „ექს-მუეღლის ორეულთან“ რიოში განცხრომას მიეცა