ვენსან კასელი „ექს-მეუღლის ორეულთან“ რიოში განცხრომას მიეცა – ამის შესახებ მედია აქტიურად წერს. 56 წლის მსახიობი 27 წლის ავსტრალიელ მოდელს, ნარა ბაპტისტას ხვდება. წყვილის რომანის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე კვირას გავრცელდა. ისინი რიოს კლუბებს ერთად სტუმრობენ და ქუჩებში ბევრს სეირნობენ. კასელმა მოდელთან ერთობლივი „სთორიც“ გაავრცელა.
ინტერნეტსივრცეში არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ 27 წლის ნარა საოცრად ჰგავს კასელის ყოფილ მეუღლე, 26 წლის ტინა კუნაკს, მათ არამარტო მსგავსი გარეგნობა, არამედ მსგავსი ჩაცმის სტილიც აქვთ.
„ვენსანი თავადაც შოკშია“, „ნარამ მას ახალი სიცოცხლე აჩუქა“, „როცა ექს-ცოლის ორეული შეგიყვარდება“, – წერენ კომენტარებში.
სამბაზე აცეკვებული კასელი და ყვავილები ნარა ბაპტისტასთვის – 56 წლის ვენსანი კვლავ შეყვარებულია