ვენსან კასელი კვლავ შეყვარებული. ტინა კუნაკთან განშორების შემდეგ, 56 წლის მსახიობი 27 წლის მოდელს, ნარა ბაპტისტას ხვდება. მსახიობმა „სთორიში“ თავისი ფოტო გაავრცელა, სადაც მოდელი მონიშნა. პარალელურად ორივე ერთი და იგივე ღონისძიებაზე იმყოფებოდა.
ახლახან ნარამ ფოტო ატვირთა, რომელზეც ულამაზესი ყვავილების თაიგულია აღბეჭდილი, გამომწერები ფიქრობენ, რომ თაიგული მან სწორედ ვენსანისგან მიიღო.
რამდენიმე საათის წინ, კასელმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ის სამბას ჰანგებზე რიოს ქუჩებში უამრავი ადამიანით გარშემორტყმული ენერგიულად ცეკვავს.
„რიო მე შენ ძალიან მიყვარხარ, დიდი მადლობა იმისთვის, რომ შენ მუდამ ხელგაშლილი ხარ ჩვენთვის“, – წერს კასელი.
„არავინ უთხრათ, რომ 56 წლისაა!“, „როცა ყოფილ ცოლს ეჯიბრები“ – ვენსან კასელი ვიდეოებს ავრცელებს