მას შემდეგ, რაც ვენსან კასელი და ტინა კუნაკი ერთმანეთს დაშორდნენ, წყვილზე უამრავი რამ დაიწერა, ტაბლოიდების ცნობით, კასელს რომანი ევა გრინთან ჰქონდა.
„როგორ უყურებენ ერთმანეთს, ყველაფერი ცხადია“ – ევა გრინი ვიდეოს ავრცელებს
თუმცა როგორც ირკვევა, 56 წლის კასელს ქალბატონებში სპეციფიკური გემოვნება აქვს. მას ფერადკანიანი, ახალგაზრდა მოდელები ხიბლავს. ტაბლოიდები მსახიობის ახალ რომანზე ალაპარაკდნენ, ის ამჯერად 28 წლის მოდელთან, მალიკა ლუბეკთან დააწყვილეს. რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტსივრცეში ვიდეოც გავრცელდა, სადაც კასელი სწორედ მასთან არის დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ მოდელი კასელის ყოფილ ცოლს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.
ვიდეო: ვენსან, სიყვარული ტინამაც იპოვა! – მოდელი პარიზის ქუჩებში ახალგაზრდა მამაკაცს ეხვევა