ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მიზნით, რუსეთი პროვოკაციის სცენარის განხორციელებას ცდილობს.
„უთანხმოება დიალოგისა და დიპლომატიის გზით უნდა დარეგულირდეს. ჩვენ ღრმად შეშფოთენულნი ვართ, რომ ეს ის გზა არ არის, რომლითაც რუსეთი მიდის. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბოლო 24-48 საათის განმავლობაში. ეს იმ სცენარის ნაწილია, რომლის განხორციელება უკვე მიმდინარეობს. საუბარია ყალბი პროვოკაციის შექმნაზე, რათა შემდეგ ამ პროვოკაციას უპასუხონ და უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესია განახორციელონ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მისი შეფასებით, ფაქტები კი ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ შორის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ ბოლო დროს გაჟღერებული ინფორმაციის მიუხედავად, ეს სულაც არ ხდება ასე რეალობაში.
„მოვლენები ბოლო 20-24 საათის განმავლობაში იმ სცენარიდან არის, რომელიც უკვე რეალიზდება და რითაც მცდარი პროვოკაციები, მათზე რეაგირება და უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის განვითარება იქმნება. მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნათელი მოვფინოთ იმას, რასაც ვხედავთ. ამან შესაძლოა, რუსეთს კურსი შეაცვლევინოს”,-განაცხადა ბლინკენმა.
