LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიაში პირველად, ფიგურულ ციგურაობაში, საქართველომ ოლიმპიური მედლები მოიპოვა

173
2026-02-17_02-11-13_747854

ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მილანში ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილების კატეგორიაში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა ლუკა ბერულავასა და ანასტასი მეტელკინას წყვილმა. მათ მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს.

ოლიმპიური ოქროს მედლები რიკუ მიურა და რუიჩი კიჰარამ (იაპონია) მოიპოვეს, ბრინჯაო კი ფაბიანე ჰასემ და ნიკიტა ვოლოდინმა (გერმანია).

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში – ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში – რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g