ქართული ღვინო ესპანეთში, მიშლენის სამვარსკვლავიან რესტორანში გაიყიდება. რესტორან „არზაკის“ მენიუში ქართული ღვინის შეტანის პროცესის დასრულება ესპანეთში და კერძოდ, ბასკეთის რეგიონში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს საელჩოს მიერ გაწეული მუშაობის შედეგია.
არსებული ინფორმაციით, ეს ისტორიული ფაქტია, ვინაიდან, ქართული ღვინო, პირველად შევიდა ესპანეთში მიშლენის სამ ვარსკვლავიანი რესტორნის მენიუში.