LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიაში პირველად – ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა

148
Untitled design (5)

„ისტორიაში პირველად, ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა“, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ქართველი მაგიდის ჩოგბურთელი ანა ნიკოიანი პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მესამე ევროპულ თამაშებში იასპარეზებს.

„23 წლის სპორტსმენი პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მან ე.წ. ველური ბარათი მოიპოვა და ევროპულ თამაშებში 31 უძლიერეს სპორტსმენთან ერთად იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ ანა ნიკოიანი პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელიც მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. კრაკოვში ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g