Mercedes-Benz-მა გაავრცელა ახალი მოდელის ტიზერი Maybach-ის ხაზიდან. პირველად ამ სერიაში გამოჩნდება ქარხნული ლუქს კლასის მინივენი, რომელსაც Mercedes-Maybach VLS ეწოდება.
ვარაუდობენ, რომ ავტომობილის სრულფასოვანი პრემიერა დაახლოებით ერთ თვეში, პეკინის ავტოსალონზე გაიმართება.
ტიზერში ჩანს მხოლოდ რამდენიმე დეტალი – Maybach-ის ლოგოთი გაფორმებული უკანა მხარე, გვერდითი შუშის ნაწილი და უკანა ფარი. კომპანია ტექნიკურ დეტალებს ჯერჯერობით არ ამხელს, თუმცა მოდელს პოზიციონირებს როგორც „Grand Limousine“-ს, რომელიც განკუთვნილია ყველაზე მაღალი მოთხოვნების მქონე მომხმარებლებისთვის და აერთიანებს სივრცეს, ელეგანტურობასა და უკანა მგზავრებისთვის განსაკუთრებულ კომფორტს.
ანუ შეიძლება ითქვას, რომ მოდელის წარმოდგენა ნაწილობრივ შესაძლებელია.