LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიულად დიდი შესაძლებლობა – მოქალაქემ შესაძლოა თვითონ გადაწყვიტოს, საშემოსავლოს თანხის ნაწილი ვის გადაურიცხოს

244
8f8054c48b857c107b034ff3a497ad84

შესაძლოა, საქართველოში საშემოსავლოს გადამხდელ პირებს უფლება მიეცეთ უკვე არსებული 20%-იდან, 2% გადაურიცხონ მათთვის სასურველ არაკომერციულ ორგანიზაციას, მაგალითისთვის: ონკოლოგიური მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს, თავშესაფრებს, სოციალურ საწარმოებს და სხვა…

აღნიშნულ პროექტზე ტრენერთა ასოციაცია- საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაციასთან ერთად მუშაობს. პროექტი მიზანმიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციაციების და სამოქალაქო სექტორის განვითარებისადმი;

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინიციატივა გულისხმობს: მოქალაქეებს, რომლებიც არიან საშემოსავლოს გადამხდელი პირები ექნებათ საშუალება, უკვე არსებული 20%-იდან 2%- გადაურიცხონ მათთვის სასურველ არაკომერციულ ორგანიზაციას.

2 ივლისს, პარასკევს, 17:00 საათზე Alpa hub-ში (პოლიტკოვსკაიას # 3-შენი სახლი ჯიქიაზე, შენობა #30) გაიმართება საქართველოს წამყვანი ასოციაციების შეკრება და აღნიშნული ინიციატივის გაცნობა, ასევე მათთან თანამშრომლობის გზების დასახვა.

“ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ: ეს იდეა შეიძლება განვიხილოთ ისტორიულად დიდ შესაძლებლობად, როდესაც მოქალაქეს ზუსტად ეცოდინება, რისკენ მიმართავს მის თანხას და თავის წვლილი შეაქვს მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში. წლიურად მობილიზებული 40 მილიონზე მეტი ლარი ხელს შეუწყობს არსებითად მნიშვნელოვანი მიმართულებების გაძლიერებას, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად: ბავშვთა ჰოსპისი, ონკოლოგიური მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები, თავშესაფრები, ასევე სოციალური საწარმოების მიმართულებები, სამხატვრო-საშემოქმედებითო ან უამრავი სხვა მიმართულება.

შეხვედრის მიზანია: ასოციაციებს შორის კომუნიკაციის და ურთიერთთანამშრომლობის გაზრდა, სამომავლო ინიციატივების განსახორციელებლად”, – ნათქვამია ტრენერთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g