LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული და აუცილებელი მოვლენა: მილტონ ჰეიგმა სია ჩამოწერა

48

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივნისში ოკეანეთში ტურნეს გამართავს. ბორჯღალოსნები ტესტ-მატჩებში სამოას, ტონგასა და ფიჯის დაუპირისპირდებიან. შეხვედრები შესაბამისად, 11, 18 და 24 ივნისს ჩატარდება.

მილტონ ჰეიგმა ისტორიული ტესტ-მატჩებისთვის ნაკრებში გამოძახებულ მორაგბეთა სია გამოაქვეყნა, რომელიც დიდად არ განსხვავდება ბოლო ევროპის ერთა თასზე მოასპარეზე შემადგენლობისგან. ახალზელანდიელმა მწვრთნელმა გუნდში ამჯერად ორ ახალწვეულს უხმო – გიორგი მჭედლიშვილსა (ჯიქი) და ანზორ სიჭინავას (აკადემია).

საქართველოს ნაკრები
უკანა ხაზი: მერაბ კვირიკაშვილი, ბექა წიკლაური, სანდრო თოდუა, გიორგი ფრუიძე, ანზორ სიჭინავა, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, ლაშა მალაღურაძე, ლაშა ხმალაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ბეგაძე, ვაჟა ხუციშვილი.
შერკინება: ზურაბ ჟვანია, კახა ასიეშვილი, შალვა მამუკაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ანტონ ფეიქრიშვილი, ირაკლი მირცხულავა, ნიკა ხატიაშვილი, გიორგი ჩხაიძე, გიორგი ნემსაძე, ნოდარ ჭეიშვილი, შალვა სუთიაშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, ბექა ბიწაძე, საბა შუბითიძე, გიორგი მჭედლიშვილი.

ივნისის ტესტები
მატჩების განრიგი საქართველო დროით:
11/06/16, 06:00 სთ. აპია, სამოა
სამოა – საქართველო

18/06/16, 04:45 სთ. სუვა, ფიჯი
საქართველო – ტონგა

24/06/16, 07:00 სთ. სუვა, ფიჯი
ფიჯი – საქართველო

“ბორჯღალოსნების” ახალზელანდიელმა თავკაცმა რაგბის კავშირის ვებგვერდთან ნაკრების შემადგენლობაზე, მომავალი ტესტ-მატჩების მნიშვნელობასა და მეტოქეებზე ისაუბრა.

“ეს ჩვენი განვითარების უმნიშნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს. გადამეტების გარეშე, ეს ისტორიული მოვლენაა ქართული რაგბისთვის, ვინაიდან აქამდე ოკეანეთში ტესტებზე არ ვყოფილვართ.

აღფრთოვანებულნი ვართ ამით, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან გაგვიჭირდება. რა თქმა უნდა, ურთულესია სამოას, ტონგასა და ფიჯის სტუმრად მოუგო, მაგრამ ეს ის გარემოა, რომელშიც აუცილებლად მუდმივად უნდა ვიმყოფებოდეთ, რათა განვითარება შევძლოთ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g