იტალიის რესპუბლიკის სენატმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სენატამდე,2015 წლის 29 ივლისს, აღნიშულ საკითხს იტალიის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატამ უყარა კენჭი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებისშესახებ შეთანხმებას იტალიის პარლამენტის ორივე შტომ, ხმათაუმრავლესობით, პირველივე მოსმენით დაუჭირა მხარი.
იტალიის რესპუბლიკა ევროკავშირის 27-ე სახელმწიფოა, რომელმაც ესპროცედურა დაასრულა,“ – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.