LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიამ რუს სანქცირებულ ოლიგარქს $578-მილიონიანი იახტა ჩამოართვა

145
768dbc31-ef69-455e-9768-0a0e5f1539e8

იტალიის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს, ანდრეი მელნიჩენკოს 578 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იახტა ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ხომალდი, სახელწოდებით “SY A”, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სუპერიახტად ითვლება, ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ ტრიესტის პორტში იდგა.

ცნობისთვის, ანდრეი მელნიჩენკოს ევროკავშირმა სანქციები 9 მარტს დაუწესა. ის სასუქების მწარმოებელი კომპანია „ევროქიმის“ და ნახშირის მომპოვებელი კომპანია „სუეკის“ მფლობელია.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მელნიჩენკო და 36 სხვა ბიზნესმენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ შეხვდნენ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი წარადგინა

„ის ფაქტი, რომ მიწვეული იყო ამ შეხვედრაზე, აჩვენებს, რომ ის არის ვლადიმერ პუტინის უახლოესი წრის წევრი და მხარს უჭერს ან ახორციელებს ქმედებებს ან პოლიტიკას, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ასევე სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უკრაინაში,“- აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს სანქციებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g